გერმანული პრესა - „ბაიერნმა“ ზაბიტცერთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
გერმანული პრესა - „ბაიერნმა“ ზაბიტცერთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ლაიპციგის“ ნახევარმცველმა მარსელ ზაბიტცერმა, შესაძლოა, კარიერა „ბაიერნში“ გააგრძელოს. ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან ამ სეზონის ბოლოს იწურება და ზაბიტცერს სურს გერმანიის ჩემპიონის რიგებში კარიერის გაგრძელება. წერენ, რომ მიუნხენური კლუბის სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს მჭიდრო კონტაქტი აქვს ფეხბურთელის აგენტთან.

გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენელებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის პირობები 27 წლის ავსტრიელთან, მაგრამ ჯერ არ მიუმართავს „ლაიპციგისთვის“ ოფიციალური წინადადებით.

„ლაიპციგის“ სპორტულმა დირექტორმა ფლორიან შოლცმაც დაადასტურა, რომ კლუბს ჯერ არ დაკავშირების „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა.

ჭორების მიხედვით, „ლაიპციგი“ 15 მილიონი ევროს გამომშავებას ფიქრობს ზაბიტცერის გაყიდვით.