გერმანული გუნდის მწვრთნელს ოგბაიძის თამაში ახარებს - უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა #1TVSPORT
გერმანული გუნდის მწვრთნელს ოგბაიძის თამაში ახარებს - უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა #1TVSPORT

ბერლინის „ვიქტორიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ბენედეტო მუციკატომ მატჩის შემდეგ „დორტმუნდის“ სარეზერვო გუნდთან მოგების (2:1) შემდეგ, რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია და მათ შორის 19 წლის ქართველი თავდამსხმელი შაკო ოგბაიძეც დაასახელა.

„ძალიან მიხარია, ენესის კუცის და ლუკას ფალკაოს გამო, რომლებმაც გატანა მოახერხეს. ასევე მახარებს შალვა ოგბაიძის კარგი თამაში, რომელმაც უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა“, – განაცხადა ბერლინის „ვიქტორიას“ მთავარმა მწვრთნელმა.

შაკო ოგბაიძეს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში „დორტმუნდის“ სარეზერვო გუნდს მორიგ ტურში მხოლოდ წუთები მიეცა, მაგრამ 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ვიქტორიაში“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. ოგბაიძემ ბურთთან პირველივე შეხებით ბრაზილიელ ლუკას ფალკაოს საგოლე გადაცემა გაუკეთა, შემდეგ ბრაზილიელი ისევ მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა.

ოგბაიძის გუნდი მესამე ბუნდესლიგაში წელს გადმოვიდა და სადებიუტო სეზონში 21 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. შაკო ოგბაიძემ კი სამ თამაშში თავი მეორე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.