გერმანული გამოცემა - ზივზივაძე ძირითადში თამაშს ითხოვს და შემცვლელობა აღარ სურს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - ზივზივაძე ძირითადში თამაშს ითხოვს და შემცვლელობა აღარ სურს #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კარლსრუემ“ დამაჯერებლად დაამარცხა „ნიურნბერგი“ (4:1), ბუდუ ზივზივაძემ კი დუბლი შეასრულა და ძირითად შემადგენლობაში დაწინაურებას იმედოვნებს.

„შეცვლაზე შესულმა „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა სწორი რეაქცია გამოავლინა და ბოლო წუთებზე ორი გოლის გატანა შეძლო. ალბათ განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ სტადიონზე მისი მეგობარი, „კარლსრუეს“ ყოფილი კაპიტანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი – ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა. ახლა ზივზივაძეს იმედი აქვს, რომ სასტარტო შემადგენლობაშიც მიეცემა შანსი“, – წერს გერმანული გამოცემა bnn.de და ქართველი თავდამსხმელის კომენტარს აქვეყნებს.

„აღარ მინდა, შემცვლელი ვიყო. დიდი სურვილი მაქვს, თავიდანვე ვითამაშო. ვიცი, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩემს მდგომარეობაში წარმოუდგენელი ბედნიერებაა, რომ გოლების გატანა გავიხსენე, რადგან ეს გრძნობა უკვე დამავიწყდა.

მუშაობას განვაგრძობ და დიდი იმედი მაქვს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ. ამ მიზნით გამოვიყენე ის წუთები, რაც „ნიურნბერგთან“ შეხვედრაში მომცეს. ზამთრის შესვენებამდე დარჩენილ თამაშებში, მინდა, სასტარტო შენადგენლობაში ვითამაშო“, – განაცხადა 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, მაგრამ უკვე სამი გოლი გაიტანა.