გერმანული გამოცემა - კვარაცხელიათი მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - კვარაცხელიათი მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული #1TVSPORT

მარტის სანაკრებო პაუზის დროს ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს არაერთი გამორჩეული მომენტებით დაამახსოვრა თავი და სხვადასხვა კლუბის სკაუტების ყურადღებაც მიიქცია. გერმანული express.de-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელით ამჯერად მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული.

მიუნხების „ბაიერნი“ წინ იყურება და გუნდის გაახალგაზრდავება სურს. „რეკორდმაისეტერებმა“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გამოხატეს ინტერესი. 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში დიდ ნიჭად ითვლება“, – წერია express.de-ს სტატიაში.

გერმანული გამოცემა ბუნდესლიგაში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც იხსენებს – ალექსანდრე იაშვილს, ლევან კობიაშვილს, ლევან ცქიტიშვილს და აღნიშავს, რომ შესაძლოა, ახლა კვარაცხელიამ გამოიჩინოს თავი გერმანიის ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო სამ შეხვედრაში ორჯერ მოახერხა გოლის გატანა. Whoscored-ის აზრით, ქართველი ფეხბურთელი ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრებში მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი კვარაცხელია Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვად ფეხბურთელებში პირველ ადგილზეც იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი