გერმანული გამოცემა „კიკერი“ - ზივზივაძე მალე „კარლსრუეს“ დატოვებს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა „კიკერი“ - ზივზივაძე მალე „კარლსრუეს“ დატოვებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუე“ დატოვოს, – ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „კიკერი“ ავრცელებს.

„ახალი სეზონისთვის ვემზადებით. შესაძლოა, გუნდი ბუდუ ზივზივაძემ დატოვოს, ქართველ ფორვარდს სხვა კლუბი იწვევს, სადაც გადასვლა თავადაც სურს. ასე რომ, ველოდებით საქმის გაგრძელებას“, – განაცხადა „კარლსრუეს“ მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმაბალინგენთან“ ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ.

29 წლის ქართველი „კარლსრუეში“ უნგრეთის „ფეჰერვარიდან“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და გერანული გუნდის შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა – რვაჯერ შეცვლაზე შევიდა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ ორჯერ მოხვდა. მან მეორე ბუნდესლიგაში ერთადერთი გოლი „კაიზერსლაუტერნთან“ მოგებულ (2:0) მატჩში გაიტანა.

ზივზივაძის მსგავსად, „კარლსრუედან“ წასვლას კიდევ ერთი თავდამსხმელი – სიმონე რაპიც ​აპირებს. „ბალინგენთან“ ამხანაგურ შეხვედრაში არც შვეიცარიელს უთამაშია. თუ გუნდს ორივე ფეხბურთელი დატოვებს, მაშინ „კარლსრუემ“ ახალი თავდამსხმელები უნდა ეძებოს.

„ვიცით, რომ მათი შემცვლელები გვჭირდება და ამ საკითხზე ვმუშაობთ. ზივზივაძის წასვლის შემთხვევაში ფინანსური კუთხით ახალი შესაძლებლობები გაგვიჩნდება“, – აცხადებს „კიკერთანაიხნერი.