გერმანული გამოცემა - „ჰანზასთან“ ბუდუ ზივზივაძე გენიალური იყო #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - „ჰანზასთან“ ბუდუ ზივზივაძე გენიალური იყო #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემა bnn.de-მ მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში როსტოკის „ჰანზასთან“ მოგებულ შეხვედრაში გოლის ავტორები, ბუდუ ზივზივაძე და მარვინ ვანიცეკი გამოარჩია.

„„კარლსრუე“ ბოლო ტურში აგებდა, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავად ითამაშა და იგორ მატანოვიჩთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ანგარიში 1:1 გახადა.

ეს განსაცვიფრებელი გოლი იყო. ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ ბრწყინვალედ თამაშობს და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კარგად გახურდა. გოლთან ერთად, აღსანიშნავია მისი სწორი მოქმედებები მოედანზე, ბუდუ ბოლომდე დაიხარჯა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზივზივაძე გენიალური იყო, ხოლო მარვინ ვანიცეკი – ცივსისხლიანი. „კარლსრუეს“ როსტოკის „ჰანზასთან“ მატჩში გამარჯვება სწორედ მათ მოუტანეს“, – წერს გერმანული გამოცემა.