გერმანული გამოცემა - ჩაკვეტაძე შესაძლოა, „ჰამბურგში“ დარჩეს #1TVSPORT
გერმანული გამოცემა - ჩაკვეტაძე შესაძლოა, „ჰამბურგში“ დარჩეს #1TVSPORT

„მორგენ პოსტენში“ წერილი გამოქვეყნდა „ჰამბურგის“ ქართველი შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ. გერმანული გამოცემა ამტკიცებს, რომ შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შემტევი იჯარის დასრულების შემდეგ გუნდში დარჩეს და „გენტში“ აღარ დაბრუნდეს.

„რა ბედი ეწევა „ჰამბურგში“ იჯარით დამატებულ ორ მოთამაშეს მიკელ კაუფმანსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ზაფხულში? 21 წლის დანიელ კაუფმანს, რომელმაც ლიგის 21 მატჩში მხოლოდ 211 წუთი ითამაშა, გოლი არ გაუტანია და ის „კოპენჰაგენში“ დაბრუნდება. ჩაკვეტაძის მომავალი ჯერ კიდევ ღიაა, „ჰამბურგი“ არ გამორიცხავს ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის ბელგიური „გენტიდან“ გამოსყიდვას. 22 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში უკვე 311 წუთი გაატარა, რომელშიც ცოტა ხნის წინ სადებიუტო გოლი გაიტანა „პადერბორნთან“ (1:2). ორივე პროფესიონალის იჯარა ძალაშია მხოლოდ სეზონის ბოლომდე“, – იტყობინება „მორგენ პოსტენი“.

მცირე ხნის წინ თავად გიორგი ჩაკვეტაძემ Abendblatt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანულ კლუბში დარჩენა სურს.

„აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მსურს „ჰამბურგში“ უფრო დიდხანს დავრჩე. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი“.

თუმცა, გამოცემა მანამდე ამტკიცებდა, რომ მთავარი დაბრკოლება „ჰამბურგის“ ფინანსური მდგომარეობაა.

„გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, ბელგიის კლუბიდან ტრანსფერი გამოისყიდოს, საქართველოს ნაკრების შემტევს კი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.