გერმანული ფეხბურთის ლეგენდა „ბორდოს“ შეძენას აპირებს #1TVSPORT
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა „ბორდოს“ შეძენას აპირებს #1TVSPORT

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგული კლუბის „ბორდოს“ შეძენაზე. ეს ინფორმაცია ვებგვერდმა Sud-Ouest-მა გაავრცელა.

2024 წლის ივლისში „ბორდომ“ ფინანსური პრობლემების გამო პროფესიული სტატუსი დაკარგა და საფრანგეთის მეოთხე დივიზიონში დაქვეითდა.

წყაროს ცნობით, „მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ-ანრი ეირო კანის სახელით დაუკავშირდა „ბორდოს“ მფლობელს ჟერარ ლოპესს კლუბის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს 55 წლის კანი „ბაიერნის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გაანთავისუფლეს.