გერმანულ გრანდში ქართველი ითამაშებს - „ბაიერნმა“ პარკაძესთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
გერმანულ გრანდში ქართველი ითამაშებს - „ბაიერნმა“ პარკაძესთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელ ლუკა პარკაძესთან – ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ბაიერნმა“ 2023/24 წლების სეზონზე ქართველი იუნიორის სატრანსფერო უფლება მოიპოვა. ლუკა პარკაძე მიუნხენში მომდევნო ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ გადმოვა და „რეკორდსმაისტერთან“ გრძელვადიან კონტრაქტი გააფორმებს“ – წერს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ლუკა პარკაძე 2005 წელს არის დაბადებული. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია – ლუკა ყველაგან ლიდერი იყო და გოლებითა და საგოლე გადაცემებით გამოირჩეოდა.

პარკაძე შემდეგ წელს გერმანიაში იმიტომ გადავა, რომ არასრულწლოვანია, მომავალ წელს კი 18 წლის გახდება და თამაშის უფლებას მიიღებს. გადასვლამდე შემტევი ნახევარმცველი თამაშს ქართულ კლუბში გააგრძელებს. ამჟამად ის „დინამო 2“-ის წევრია. თუმცა, ახლახანს მთავარ „დინამოში“ საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა ქართველ ფეხბურთელებს აქამდეც შეეძლოთ. მიუნხენელები კონტრაქტის გაფორმებას სთავაზბდნენ ლევან კობიაშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს, მაგრამ ტრანსფერები მოთამაშეთა სურვილის არქონის გამო ჩაიშალა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი გუგა კაჭახიძის მონაწილებით შედგა, რომელმაც მცირე ხნის წინ ლუკა ლოჩოშვილი სერია „ა“-ს „კრემონეზეში“ გადაიყვანა. ისიც აღსანიშნავია, რომ პარკაძემ „ბაიერნში“ პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურა მიიღო.