გერმანიის ტელევიზია რუსულ დოპინგზე ახალ ფილმს უჩვენებს
გერმანიის ტელევიზია რუსულ დოპინგზე ახალ ფილმს უჩვენებს

2 დეკემბერს, გერმანულ სახელმწიფო ტელეარხ ARD-ზე ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის ახალი ფილმი გავა და ის კვლავ რუსულ სპორტში გავრცელებულ დოპინგს მიეძღვნება.

როგორც თავად ავტორმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, ფილმმა მიიღო სახელწოდება: „მოღალატეები: რუსულ სპორტში დოპინგსკანდალის შედეგები“. ფილმის შექმნაში მონაწილეობას იღებდა ბრიტანელი ჟურნალისტი ნიკ ბატლერი.

უფრო ადრე, ზეპელტმა ორჯერ გადაიღო დოკუმენტური ფილმი რუსულ სპორტში არსებულ დოპინგსისტემაზე. ის ხშირად აკრიტიკებს რუსეთს იქაური სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მასიურად გამოყენების გამო და რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ სანქციებს ითხოვს.