გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი კრისტიან ლინდნერი აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან წავა, თუ მისი პარტია ახალ პარლამენტში ვერ მოხვდება
გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) ლიდერი კრისტიან ლინდნერი აცხადებს, რომ ის პოლიტიკიდან წავა, თუ მისი პარტია ახალ პარლამენტში ვერ მოხვდება. ამის შესახებ მან სატელევიზიო დებატების დროს განახადა, რომელიც ეგზიტპოლის შედგების გამოცხადების შემდეგ გაიმართა.
„თუ „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ ბუნდესტაგს დატოვებს, სრულიად ნათელია, რომ მეც დავტოვებ პოლიტიკას. თუ ჩემი პოლიტიკური კარიერა ხვალ დასრულდება, მხოლოდ ერთი გრძნობით წავალ: მადლიერებით“, – ამბობს ლინდნერი, რომელიც კოალიციური მთავრობის დაშლამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას“, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, 4,7 პროცენტი აქვს. თუ პარტია ხუთპრცოენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს, ის ვერ მოხვდება ბუნდესტაგში.