გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის
გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, აღნიშნულ პოსტზე „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის დანიშვნის გადაწყვეტილება სახალხო პარტიის პრეზიდიუმზე მიიღეს, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა დაამტკიცა.

უსრულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც 16 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს ოფიციალურად დღეს დატოვებს.

როგორც გერმანული მედია წერს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კრამპტ-კარენბაუერის დანიშვნა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი იყო, რადგან თავად პოლიტიკოსს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ანგელა მერკელის კაბინეტში მინისტრის პოსტის დაკავება არ სურდა. ​კარენბაუერის განმარტებით, ეს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის პოსტზე დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით სურდა.