გერმანიის შსს – „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილ გერმანიის მოქალაქეებს გერმანიაში დაბრუნების ფუნდამენტური უფლება აქვთ

18:10, 18.02.2019

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილ გერმანიის მოქალაქეებს გერმანიაში დაბრუნების ფუნდამენტური უფლება აქვთ, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ სირიაში მყოფ ევროპის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ოფიციალური ბერლინი აშშ-სთან, საფრანგეთთან და ბრიტანეთთან მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმშია.

ჯიჰადისტების რეპატრიაციის საკითხზე მსჯელობენ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაბრუნება თავიანთ ქვეყნებში აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საერთაშორისო კოალიციის მიერ შეპყრობილი ისლამისტები თავისმა ქვეყნებმა უნდა წაიყვანონ და გაასამართლონ.

მსგავსი