გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი – გერმანია უცხოური ძალების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე

00:50, 10.08.2026

გერმანია უცხოური ძალების მხრიდან ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა გამოცემა „ბილდთან“ განაცხადა.

ეს განცხადება დობრინდტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.

დობრინდტის თქმით, ჯაშუშობა, საბოტაჟი, კიბერშეტევები და ფარული ოპერაციები, რომელთა მიზანიც გერმანიის დესტაბილიზაცია ან მისთვის პირდაპირი ზიანის მიყენებაა, ქვეყნისთვის „მუდმივ რეალობას“ წარმოადგენს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ უცხოურ ძალებს მიიჩნევს ჰიბრიდულ თავდასხმებზე პასუხისმგებლად.

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ლაიფციგის აეროპორტი ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰაბია და, მათ შორის, უკრაინის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის გამოიყენება.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს „გერმანიაში გავლენის მოხდენას იმგვარად, რომ შეარყიოს დემოკრატია და შეასუსტოს ნდობა პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ“.

მსგავსი