გერმანიის საქსონიისა და ბრანდერბურგის ფედერალურ მიწებზე რეგიონულ არჩევნებში ლიდერობას მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტები ინარჩუნებენ
გერმანიის საქსონიისა და ბრანდერბურგის ფედერალურ მიწებზე რეგიონულ არჩევნებში ლიდერობას მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტები ინარჩუნებენ

მხარდამჭერების შემცირების მიუხედავად, გერმანიის საქსონიისა და ბრანდერბურგის ფედერალურ მიწებზე ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტები და მემარცხენე ცენტრისტები ლიდერობას ინარჩუნებენ.

საქსონიაში კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატები პირველ ადგილს იკავებენ 32 პროცენტით. მეზობელ ბრანდენბურგში პირველ ადგილზე, წინასწარი მონაცემებით, სოციალ-დემოკრატები არიან. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, ბრანდენბურგში სოციალ-დემოკრატების პოპულარობა ხუთი პროცენტითაა შემცირებული.

გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე ფედერალურ მიწებზე ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში მხარდამჭერების რაოდენობა შეინარჩუნა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ულტრამემარჯვენე პარტიას საქსონიაში 27.2 პროცენტი აქვს, ბრანდენბურგში კი 22.7 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ანგელა მერკელის პარტიაზე მეტი ხმები დააგროვა.

ევროკავშირის არჩევნებში წარმატების მიუხედავად, მწვანეთა პარტიამ საქსონიაში 8.8 პროცენტი მიიღო, ბრანდენბურგში კი 10.2 პროცენტი.