გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება. მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროპის შემადგენელი ნაწილი არიან და მათი მომავალი ევროკავშირშია.

„გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ საერთო პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხდა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა უნდა გააგრძელონ რეფორმების კურსი და ეს განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც ამ ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებს.

ოქტომბერში ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა. 15 ოქტომბერს საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ ევროკავშირის ინიციატივა დაბლოკეს.