გერმანიის საფეხბურთო კავშირმა იურგენ კლოპთან მოლაპარაკებებზე განცხადება გააკეთა #1TVSPORT

20:25, 11.07.2026

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა (DFB) ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს იურგენ კლოპთან გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის თაობაზე.

იტყობინებიან, რომ კავშირის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ნიუ იორკში პირველი ხანგრძლივი შეხვედრა გამართეს 59 წლის სპეციალისტთან. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს პოტენციური ხელშეკრულების ძირითად პირობებზე.

„აზრთა კონსტრუქციული გაცვლისას, მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება პოტენციური კონტრაქტის მნიშვნელოვან პუნქტებზე. მოლაპარაკებები გაგრძელდება მომდევნო კვირას. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, შეძლებენ წარმატებით დაასრულონ პროცესი იმ პირობით, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება კლოპის ამჟამინდელ დამქირავებელთან, კომპანია Red Bull-თან“, – წერია DFB-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნავენ, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, საბოლოო დანიშვნა უნდა დამტკიცდეს დამკვირვებელთა საბჭოს ერთობლივ სხდომაზე და გერმანიის საფეხბურთო კავშირის აქციონერთა სხდომაზე.

მსგავსი