გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი თავმჯდომარე ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი თავმჯდომარე ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი თავმჯდომარე ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის განცხადებით, ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები სავარაუდოდ 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებამდე განხორციელდება.

„მე მსურს, მიგრაციაზე და უსაფრთხოებაზე სასემინარო დისკუსია მოვიწვიო, რომელშიც ექსპერტები და მიგრაციული პოლიტიკის კრიტიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. მიზანი პოლიტიკის გაუმჯობესებაზე მუშაობაა. ევროპული არჩევნებისთვის ჩვენი პროგრამა დისკუსიების შედეგებს დაეფუძნება“, – აღნიშნა კარენბაუერმა.

2015 წელს მერკელის ღია კარის პოლიტიკამ გერმანიის კანცლერის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა და რეგიონულ არჩევნებში პოზიციები შეუსუსტა.