გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში ამიაკის გაჟონვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში ამიაკის გაჟონვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში ამიაკის გაჟონვის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაჟონვა ყინულის მოედანზე სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა.

დაშავებულები სასუნთქი გზებისა და თვალების წვას უჩიოდნენ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან 130 ადგილობრივი მცხოვრებისა და 118 მოსწავლის ევაკუაცია განხორციელდა.