გერმანიის ორ რეგიონში გამართულ რეგიონულ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა
გერმანიის ორ რეგიონში გამართულ რეგიონულ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა

გერმანიის ორ რეგიონში, ბადენ-ვიურტემბერგსა და რაინლანდ-პფალცში გამართულ რეგიონულ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რაინლანდ-პფლაცში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, ბადენ-ვიურტემბერგში კი მწვანეთა პარტია. მათ ხმათა 31.4 პროცენტი მოიპოვეს, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას კი 23.4 პროცენტი ერგო.

არჩევნების წინ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის რეიტინგი კორუფციულმა სკანდალმა შეამცირა, რომლის გამოც თანამდებობა კანცლერის ფრაქციის სამმა დეპუტატმა დატოვა. ისინი პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.

დატოვე კომენტარი