გერმანიის ნაკრებში ნოიერის დაბრუნებამ გუნდში ურთიერთობები დააზარალა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებში ნოიერის დაბრუნებამ გუნდში ურთიერთობები დააზარალა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ „ჰოფენჰაიმის“ მეკარეს, ოლივერ ბაუმანს არ გაუხარდა ეროვნულ გუნდში „ბაიერნის“ 40 წლის მეკარის, მანუელ ნოიერის დაბრუნების ამბავი.

ხუთშაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოიერი მოხვდა გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. მისი კონკურენტები იქნებიან ბაუმანი და ალექსანდერ ნიუბელი „შტუტგარტიდან“.

„უკვე მარტში ჩვენ ვუთხარით ბაუმანს, რომ მოლაპარაკებები გვქონდა ნოიერთან. საბოლოოდ, მისთვის ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. ასეთი ამბები არასოდეს არის სასიამოვნო.

როცა ნოიერი თამაშობს, ის ეხმარება გუნდს. მაგრამ იყო პერიოდები, როცა ის არ თამაშობდა. ამიტომაც ნდობას ვუცხადებდი ბაუმანს.

ნოიერს ბევრი ტიტული აქვს მოგებული, გააჩნია კარგი აურა, ხმაურიანი სახელი. რა თქმა უნდა, ბაუმანს არ ჰქონია ასეთი სტილის რეაქცია: „კარგი, პრობლემა არაა“. ამით ურთიერთობები ცოტათი დაზარალდა. ეს ბუნებრივია, როცა მსგავს ახალ ამბავს გატყობინებენ“, – განაცხადა ნაგელსმანმა.