გერმანიის ნაკრებში „ფრაიბურგის“ ფორვარდი ვალდშმიდტი გამოიძახეს
გერმანიის ნაკრებში „ფრაიბურგის“ ფორვარდი ვალდშმიდტი გამოიძახეს

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შემადგენლობა დაასახელა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის.

სადეიბუტო გამოძახება აქვს ნაკრებში „ფრაიბურგის“ 23 წლის ფორვარდს ლუკა ვალდშმიდტს, რომელიც შვიდი გოლით 2019 წელს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად არის მიწვეული ნაკრებში “იუვენტუსის” ნახევარმცველი ემრე ჯანი.

სრულად გერმანელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი);

მცველები – მატიას გინტერი (გლადბახი), მარსელ ჰალშტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ორივე – ლაიპციგი), ნიკო შულცი (დორტმუნდი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი);

ნახევამცველები – იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), ემრე ჯანი (იუვენტუსი, იტალია), ლეონ გორეტცკა, ჯოშუა კიმიხი (ორივე – ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი);

ფორვარდები – მარკო როისი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლუკა ვალდშმიდტი (ფრაიბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

გერმანიის ნაკრები ექვს სექტემბერს, ჰამბურგში ითამაშებს ჰოლანდიის წინააღმდეგ და 9 სექტემბერს, ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ.