გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იენს ლემანი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის #1TVSPORT

გერმანიის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის, – იტყობინება გაზეთი Bild. გერმანელს ადანაშაულებენ ანტისაზოგადოებრივი ქცევის რამდენიმე შემთხვევაში.

53 წლის ლემანს ბრალად ედება მეზობლის გარაჟზე ელექტროხერხით თავდასხმა, ასევე პარკინგისთვის რამდენიმე ჯარიმაზე თავის არიდება. ყოფილ მეკარეს ანტისოციალური პიროვნული აშლილობის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასვლა მოუწევს.

ლემანმა ხუთი წლის განმავლობაში 200 მატჩი ჩაატარა „არსენალში“, მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის თასი. გერმანიის ნაკრებში მან 61 მატჩი გამართა. მსოფლიოს 2002 და 2006 წლების ჩემპიონატებში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონი გახდა.