გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბუნდესლიგის მატჩებზე არ დაუშვებენ

20:11, 14.05.2020

16 მაისს, გერმანიაში ბუნდესლიგის გათამაშება განახლდება. კორონავირუსის გამო 14 მარტს შეწყვეტილი ტურნირი შაბათს, ექვსი მატჩის დაბრუნდება.

ცნობილია, რომ შეხვედრები ცარიელ სტადიონებზე გაიმართება. თამაშებზე შესვლის უფლებით მხოლოდ გულშემატკივრები არ იქნებიან შეზღუდულები. როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, თავად გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც კი ვერ შეძლებს მატჩებზე დასწრებას, რათა შეაფასოს ეროვნული გუნდის კანდიდატთა თამაში.

მსგავსი