გერმანიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა – იოახიმ ლიოვი ჰოსპიტალიზებულია

14:20, 31.05.2019
SOCHI, RUSSIA - JUNE 29, 2017: Germany's head coach Joachim Low reacts during the 2017 FIFA Confederations Cup semifinal football match against Mexico at Fisht Stadium. Sergei Fadeichev/TASS

SOCHI, RUSSIA - JUNE 29, 2017: Germany's head coach Joachim Low reacts during the 2017 FIFA Confederations Cup semifinal football match against Mexico at Fisht Stadium. Sergei Fadeichev/TASS

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და „ევრო 2020“-ის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩებისას, 8 და 11 ივნისს, გუნდთან ერთად ყოფნას ვერ შეძლებს, – იტყობინება გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიოვის დროებით მისი ასისტენტი მარკუს ზორგი და მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკე შეცვლიან.

„თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მომდევნო დღეებში დასვენება დამჭირდება. სამწვრთნელო შტაბთან სისტემატურ კონტაქტს ვინარჩუნებ,“ – განაცხადა თავად ლიოვიმ.

როგორც ირკვევა, პრობლემების მიზეზი „სპორტული ხასიათის ინციდენტი“ გახდა, რომლის შედეგადაც მთავარ მწვრთნელს არტერია დაუზიანდა.

ბუნდესნაკრები 8 ივნისს სტუმრად ბელარუსს დაუპირისპირდება, 11 ივნისს კი შინ ესტონეთის ნაკრებს მიიღებს. ამჟამად გერმანელებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ ჩატარებული და სამი ქულით C ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ. პირველ ადგილზე, ორი მატჩიდან ორი მოგებით, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებია.

მსგავსი