გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - როდესაც საქმე ევროკავშირ-აშშ-ს შორის სატარიფო მოლაპარაკებებს ეხება, დრო ფულია, გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ თავს კიდევ 24 ან 48 საათი უნდა მივცეთ
როდესაც საქმე ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სატარიფო მოლაპარაკებებს ეხება, დრო ფულია, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან განიხილა.
„ამ მხრივ, გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ თავს კიდევ 24 ან 48 საათი უნდა მივცეთ“, – ამბობს გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი.