გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ბელარუსის არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება

16:13, 10.08.2020

ბელარუსის არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების პროცესში დაცული არ იყო მინიმალური სტანდარტები, რაც მიუღებელია.

როგორც „როიტერი“ წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის არჩევნებზე ფალსიფიცირების მრავალრიცხოვანი ნიშნების არსებობაზე მიუთითებენ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.

მსგავსი