გერმანიის მთავრობის ცნობით, დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა ​სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

00:36, 18.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.

ამასთან, მისივე თქმით, მერცმა ასევე მიულოცა ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება.

ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში არსებული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორივე საზღვაო მარშრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის აუცილებლობას.

მსგავსი