გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრას მესამე კვარტლის ბოლოდან შესთავაზებს
გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრას მესამე კვარტლის ბოლოდან შესთავაზებს

გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრას მესამე კვარტლის ბოლოდან შესთავაზებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ლიდერებთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და ევროკომისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როიტერის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა ქვეყნის მთავრობა კრიტიკისგან დაიცვა, რომ ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ანგელა მერკელი ამბობს, რომ ევროპის მოკრძალებული ტემპისთვის სხვა რეგიონებთან შედარებით კარგი მიზეზი არსებობდა. გერმანიის კანცლერმა ნელი ტემპის მიზეზად ვაქცინაციისთვის რეგულარული და არა საგანგებო ნებართვის მიცემა და ინექციებს შორის დადგენილი ინტერვალის შენარჩუნების გადაწყვეტილება დაასახელა, რომ საზოგადოების ნდობა გამყარებულიყო.

მერკელმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, საჭიროა თუ არა იმუნიტეტის განახლება ყოველწლიურად.