გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ოლაფ შოლცმა მესამე საარჩევნო დებატები მოიგო
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ოლაფ შოლცმა მესამე საარჩევნო დებატები მოიგო

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ოლაფ შოლცმა მესამე საარჩევნო დებატები მოიგო.

გერმანიის კანცლერის თანამდებობისთვის კიდევ ორი კანდიდატი, „ქრისტიან-დემოკატებისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსის წევრი არმინ ლაშეტი და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ანალენა ბერბოკი იბრძვიან.

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ კანდიდატთან, არმინ ლაშეტთან დებატებისას ოლაფ შოლცმა სოციალური უთანასწორობის საკითხი გამოიყენა და თქვა, რომ კანცლერობის შემთხვევაში, გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრომდე გაიზრდება.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ სოციალ-დემოკრატებს 26-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ქრისტიან-დემოკრატებს კი 21 პროცენტი უჭერს მხარს. ოლაფ შოლცმა ასევე მხარი დაუჭირა მწვანეებთან კოალიციას, რომლებსაც ამჟამად 15-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.