გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

იენს შპანის განცხადებით, ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ ვირუსთან დაკავშირებით იციან, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ვაქცინაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, ვაქცინა თავის ეფექტიანობას შეინარჩუნებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩილეში, მალაიზიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში უკვე დაწყებულია.