გერმანიის გრანპრიზე 20 ათას მაყურებელს შეუშვებენ
გერმანიის გრანპრიზე 20 ათას მაყურებელს შეუშვებენ

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი – გერმანიის გრანპრი „ნიურბურგრინგზე“ მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

ადგილობრივი მთავრობა მოხარულია, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, მათ შორის ბილეთების უკონტაქტო გაყიდვა და სოციალური დისტანცირება, საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს რბოლაზე მაყურებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოიზიდონ.

ელოდებიან, რომ გაყიდვაში გამოვა დაახლოებით 20 ათასი ბილეთი, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიყიდება. თუ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა უახლოეს დროში არ გაიზრდება, რბოლის წინ, შესაძლოა, ბილეთების კიდევ ერთი პარტია გამოუშვან.

„ჩვენ გინდა ისე გავაკეთოთ, რომ ავტოსპორტის მოყვარულებმა შეძლონ ბილეთების შეძენა, აგრეთვე, უსაფრთხოდ დაესწრონ რბოლას. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ითხოვს დიდი რაოდენობით პერსონალს და ძალისხმევას დაგეგმვის მხრივ, რაც შეიძლება ბილეთების ღირებულებაზე აისახოს“, – განაცხადა „ნიურბურგრინგის“ ტრასის დირექტორმა მირკო მარკროფტმა.

გერმანიის გრანპრი 11 ოქტომბერს გაიმართება.