გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

გერმანიის ქალაქ როტ ამ ზე-ში სროლას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა – ინფორმაციას გამოცემა „ფოკუსი“ ავრცელებს.

თავის მხრივ, ბადენ-ვიურტენბერგის შტატის პოლიცია ავრცელებს ცნობას, რომ ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული და სავარაუდოდ არის მსხვერპლი. თუმცა დაღუპულების შესახებ ზუსტ ინფორმაციას სამართალდამცველები არ ასახელებენ.

შტატის პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული ინციდენტი ტერაქტს არ უკავშირდება და კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

დატოვე კომენტარი