გერმანიის ელჩი - შტაინმაიერის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და მის ევროპულ გზას
გერმანიის ელჩი - შტაინმაიერის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და მის ევროპულ გზას

გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და მის ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი არ არის ორიენტირებული ერთ მიზანზე ექსკლუზიურად და აჩვენებს, რამდენად მდიდარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს მიმართ ჩვენ მხარდაჭერას, მის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის, მის ევროპულ გზას. ვიზიტი არ არის ორიენტირებული ერთ მიზანზე ექსკლუზიურად და აჩვენებს, რამდენად მდიდარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. რამდენად კარგად განვითარდა ეს ურთიერთობები ბერლინის კედლის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ.

გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი იქნება გერმანიის მხარდაჭერის ხაზგასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარების მიმართ.

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია, არამედ იმიტომაც, რომ ის არის გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობს საქართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, ის სამჯერ ესტუმრა საქართველოს. ეს იქნება კარგი ფაქტი, რომ ხაზი გაესვას გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას ბევრი მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, შტაინმაიერი აქტიურად იყო ჩართული კონფლიქტებთან დაკავშირებით მშვიდობიანი გადაწყვეტის მოლაპარაკებებში. ერთ-ერთი იყო ივლისში მისი მცდელობა, რომ მომხდარიყო იმ კრიზისის თავიდან არიდება, რომელიც საქართველოში მოხდა. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო წარმატებული. შტაინმაიერი აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და ის პირდაპირ აღარ არის ჩართული მაგალითად იმაში, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად 6 ოქტომბერს ესტუმრება.

დატოვე კომენტარი