გერმანიის ელჩი - პარლამენტთან დაკავშირებით ისევ პოლიტიკური დაძაბულობაა, რაზეც პოლიტიკოსებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ
გერმანიის ელჩი - პარლამენტთან დაკავშირებით ისევ პოლიტიკური დაძაბულობაა, რაზეც პოლიტიკოსებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ

იმედი მაქვს, ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გერმანიის ელჩს იმედი აქვს, რომ პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის.

„პარლამენტის გარშემო ვითარება დღეს ნორმალურია, თუმცა რჩება პოლიტიკური დაძაბულობა, რაზეც პოლიტიკოსებს რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრ პოლიტიკოსთან, შევხვდით მათ და ვიმედოვნებ, რომ ყველა აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში. იმედია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის და წინ გადადგამენ ნაბიჯებს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.