გერმანიის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა
გერმანიის ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

ბაიერნმა სეზონის დასრულემაბდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობის განაღდების შანსი ხელიდან გაუშვა. რეკორდმაისტერები სტუმრად ლაიპციგს ეთამაშებოდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეშვიდედ ხდებოდნენ გერმანიის ჩემპიონები, თუმცა მასპინძლებმა სახელოვან მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს და საბოლოოდ თამაში 0-0 დასრულდა.

პარალელურად, დორტმუნდის ბორუსიამ სტუმრად დიუსელდორფის ფორტუნა დაამარცხა 2-3 და ახლა ბუნდესლიგაში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

პირველ ადგილზე კვლავ ბაიერნია, რომელსაც 75 ქულა აქვს, დორტმუნდი კი ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება.

მომავალი კვირის ბოლოს ბაიერნი საკუთარ მოედანზე აინტრახტს ხვდება, დორტმუნდი კი სტუმრად მიონხენგლადბახს ეთამაშება.