გერმანიის ჩემპიონატი - XXXIV ტურის ფაქტები და მიმოხილვა
გერმანიის ჩემპიონატი - XXXIV ტურის ფაქტები და მიმოხილვა

ფაქტები

* “ბაიერნმა” შინ ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.
* რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მეორედ და ჯამში მეოთხედ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
* არიენ რობენმა ბოლოჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მაისურით. ჰოლანდიელმა 201 მატჩში 99 გოლი დააგროვა.
* ფრანკ რიბერი მეცხრედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, რაც აბსოლუტური რეკორდია. ფრანგი ერთით უსწრებს რობენს, მიულერს, ალაბას, შვაინშტაიგერს, ლამს, კანსა და შოლს.
* “აინტრახტს” 2010 წლის მარტის შემდეგ არ მოუგია “ბაიერნისთვის”. ეს სერია 17 მატჩს უდრის. ფრანქფურტელები 2000 წლის ნოემბრიდან ვერ იგებდენ მიუნხენში.
* “შტუგარტმა” 27 ქულით პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
* “შალკემ” ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა 1987-88 წლების ჩემპიონატის შემდეგ.
* სანჩო საუკეთესო გახდა ლიგაში 14 შედეგიანი პასით.
* 19 წლის კაი ჰაფერცი პირველი თინეიჯერია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 17 გოლი გაიტანა.
* შეწყდა “ლაიპციგის” 15-მატჩიანი წაუგებელი სერია.
* 40 წლისა და 227 დღის კლაუდიო პისარო ბუნდესლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა. ბუნდესლიგაში უფრო ხანდაზმულ ასაკში უთამაშიათ მეკარეებს – ული შტაინსა და ტონი შუმახერს.
* პისაროს ბუნდესლიგის 427 მატჩში 197 გოლი აქვს.
* “ლაიპციგს” საუკეთესო დაცვა ჰქონდა სეზონში – 29 გოლი გაუშვა.
* “ნიურნბერგმა” ბუნდესლიგის ანტირეკორდი დაამყარა – მხოლოდ სამი მატჩი მოიგო.
* “ჰოფენჰაიმი” ერთადერთი გუნდი იყო ამ სეზონში, რომელმაც ყველა გასვლით მატჩში გაიტანა.
* “მაინცმა” 2013 წლის მაისიდან მოყოლებული, 24-დან ყველა პენალტი გაიტანა. ეს “ბოხუმის” რეკორდის გამეორებაა.
* ერთ მატჩში რვა გოლი “ვოლფსბურგის” ახალი რეკორდია.
* “ჰანოვერი” მეექვსედ გავარდა ბუნდესლიგიდან. მხოლოდ “ნიურნბერგსა” და “არმინიას” დაუტოვებიათ პირველი ბუნდესლიგა უფრო ხშირად.
* “ნიურნბერგმა” და “ჰანოვერმა” სტუმრად მოგების გარეშე დაასრულეს ჩემპიონატი.

შედეგები

ბაიერნი-აინტრახტი 5:1
გოლები: 1:0 კომანი (4), 1:1 ჰალერი (50), 2:1 ალაბა (53), 3:1 სანჩესი (58), 4:1 რიბერი (72), 5:1 რობენი (78)

შალკე-შტუტგარტი 0:0

გლადბახი-დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 სანჩო (45), 0:2 როისი (54)

ჰერტა-ლევერკუზენი 1:5
გოლები: 0:1 ჰაფერცი (28), 1:1 ლაზარო (34), 1:2 ალარიო (38), 1:3 ბრანდტი (54), 1:4 ალარიო (72), 1:5 ალარიო (88)

ვერდერი-ლაიპციგი 2:1
გოლები: 1:0 რაშიკა (35-პენ), 1:1 მუკიელი (86), 2:1 პისარო (88)

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 5:1
გოლები: 1:0 ტერაცინო (7), 2:0 ვალდშმიდტი (34), 3:0 პეტერსენი (54), 4:0 პეტერსენი (56), 5:0 გრიფო (61), 5:1 ლოუენი (69)

მაინცი-ჰოფენჰაიმი 4:2
გოლები: 0:1 ბელფოდილი (12), 0:2 კრამარიჩი (34), 1:2 ბროსინსკი (66), 2:2 ბოეტიუსი (83), 3:2 ბოეტიუსი (90), 4:2 მატეტა (90+3)

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 8:1
გოლები: 1:0 ვეგჰორსტი (21), 2:0 ვეგჰორსტი (37), 3:0 კნოხე (41), 4:0 ვეგჰორსტი (55), 5:0 გინჩეკი (57), 6:0 რექსბეკაი (60), 6:1 შიბერი (81), 7:1 ბრეკალო (85), 8:1 დანსო (89-საკ. კარში)

ფორტუნა-ჰანოვერი 2:1
გოლები: 1:0 ჰენინგსი (56), 2:0 კარამანი (60), 2:1 მიულერი (78)

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიერნი – 78 ქულა
2. დორტმუნდი – 76
3. ლაიპციგი – 66
4. ლევერკუზენი – 58
5. გლადბახი – 55
6. ვოლფსბურგი – 55
7. აინტრახტი – 54
8. ვერდერი – 53

ბომბარდირები
22 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
18 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
17 – როისი (დორტმუნდი)
17 – იოვიჩი (აინტრახტი)
17 – კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი)
17 – ჰაფერცი (ლევერკუზენი)
17 – ვიგჰორსტი (ვოლფსბურგი)