გერმანიის ჩემპიონატი, XXXIII ტურის ფაქტები და მიმოხილვა
გერმანიის ჩემპიონატი, XXXIII ტურის ფაქტები და მიმოხილვა

ფაქტები
* კლაუდიო პისარომ “ვერდერის” შემადგენლობაში მე-300 მატჩი ჩაატარა.
* “დორტმუნდი” პირველი გუნდი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონში ყველა საშინაო მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.
* კაი ჰაფერცს 16 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში. 20 წლის ასაკამდე უფრო მეტი გოლი ერთ სეზონში მხოლოდ სამ ფეხბურთელს გაუტანია: კლაუს ფიშერს, დიტერ მიულერსა და ჰორსტ კოპელს.
* “შალკემ” ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოიპოვა – ცხრა. აქედან ექვსი გამომუშავებული პენალტი კალიჯურის ეკუთვნის.
* “ბაიერნი” 13 ტურია არ მარცხდება.
* “ლაიპციგი” 15 ტურია არ აგებს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.
* “ლაიპციგის” მეკარე გულაში სეზონის ლიდერია “მშრალი” მატჩების რაოდენობით (16).
* “ჰანოვერი” ოფიციალურად გამოეთხოვა პირველ ბუნდესლიგას.
* ნილ პეტერსენმა მე-100 მატჩი ჩაატარა “ფრაიბურგის” შემადგენლობაში.
* ტორგან აზარმა 1387-ე წუთზე შეწყვიტა თავისი უგოლო სერია.
* “ნიურნბერგი” მეცხრედ გავარდა პირველი ბუნდესლიგიდან.

შედეგები
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 ეგეშტაინი (39)

დორტმუნდი-ფორტუნა 3:2
გოლები: 1:0 პულიშიჩი (41), 1:1 ფინკი (47), 2:1 დილეინი (53), 3:1 გიოტცე (90+2), 3:2 კოვნაცკი (90+5)

ლევერკუზენი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 ჰაფერცი (31), 1:1 ბურგშტალერი (47)

ლაიპციგი-ბაიერნი 0:0

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 კასტრო (45+1), 2:0 დონისი (55), 3:0 დიდავი (83)

აუგსბურგი-ჰერტა 3:4
გოლები: 1:0 ჰანი (10), 1:1 პლატენჰარდტი (47), 2:1 გრეგორიტში (50-პენ), 2:2 გრუიჩი (66), 3:2 გრეგორიტში (70), 3:3 კალუ (75), 3:4 კალუ (90+2-პენ)

ჰანოვერი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 ანტონი (39), 2:0 ბებუ (51), 3:0 უოლასი (81)

ნიურნბერგი-გლადბახი 0:4
გოლები: 0:1 დრმიჩი (56), 0:2 მიული (63-საკ. კარში), 0:3 აზარი (65), 0:4 ზაკარია (80)

აინტრახტი-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 უჯა (53), 0:2 უჯა (57)

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიერნი – 75 ქულა
2. დორტმუნდი – 73
3. ლაიპციგი – 66
4. გლადბახი – 55
5. ლევერკუზენი – 55
6. აინტრახტი – 54
7. ვოლფსბურგი – 52
8. ჰოფენჰაიმი – 51

ბომბარდირები
22 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
18 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
17 – იოვიჩი (აინტრახტი)
16 – როისი (დორტმუნდი)
16 – კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი)
16 – ვერნერი (ლაიპციგი)
16 – ჰაფერცი (ლევერკუზენი)