გერმანიის ჩემპიონატი - XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* შეწყდა „ლაიპციგის“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, მაგრამ გუნდი 14 მატჩია არ მარცხდება (+10=4-0).
* „ბაიერნი“ 12 მატჩია არ აგებს (+10=2-0) და შინ ზედიზედ მეათედ მოიგო.
* „ჰანოვერი“ 28 მატჩია სტუმრად ვერ იგებს. მისი ბოლო საგარეო მოგება 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
* გორეტცკამ რვა გოლით კარიერის რეკორდი დაამყარა.
* კიმიხს 12 საგოლე პასი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ჯეიდონ სანჩოს (14) ჩამორჩება.
* „ბაიერნს“ 2000 გაშვებული გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში.
* „გლადბახი“ შინ შვიდი მატჩია ვერ იგებს.
* „ჰოფენჰაიმმა“ 26 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც ლიდერი რანგში იყო.
* „ჰერტამ“ ყველა მატჩი მოიგო, როცა იბიშევიჩი ხსნიდა ანგარიშს (18).
* „ნიურნბერგი“ 22 მატჩია სტუმრად ვერ იგებს. მისი ბოლო საგარეო მოგება 2014 წლის 16 თებერვლით თარიღდება.
* პაკო ალკასერი ბუნდესლიგაში საუკეთესოა საშუალოდ გატანილი გოლებით – ის ყოველ 59 წუთში იტანს.
* „შალკე“ შინ შვიდი მატჩია ვერ იგებს.
* „ფრაიბურგს“ ექვსი მატჩია არ მოუგია და ოთხი მატჩია ზედიზედ აგებს.

შედეგები

მაინცი-ლაიპციგი 3:3
გოლები: 0:1 კლოსტერმანი (20), 0:2 კლოსტერმანი (32), 1:2 ონისივო (43), 1:3 ვერნერი (49), 2:3 ნიახატე (67), 3:3 მატეტა (83)

ბაიერნი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეტცკა (40), 2:1 ჟონათასი (51-პენ), 3:1 რიბერი (84)

გლადბახი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 კადერჟაბეკი (33), 1:1 გინტერი (72), 1:2 ამირი (79), 2:2 დრმიჩი (84)

ჰერტა-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (40), 2:0 დუდა (45+1), 3:0 კალუ (67), 3:1 გომესი (70)

ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 2:0
გოლები: 1:0 კლაუსი (38), 2:0 ტისერანდი (78)

ვერდერი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 პულიშიჩი (6), 0:2 პაკო ალკასერი (41), 1:2 მოვალდი (70), 2:2 პისარო (75)

შალკე-აუგსბურგი 0:0

ფრაიბურგი-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 გრიფო (9), 1:1 კოვნაკი (31)

ლევერკუზენი-აინტრახტი 6:1
გოლები: 1:0 ჰაფერცი (2), 2:0 ბრანდტი (13), 2:1 კოსტიჩი (14), 3:1 ალარიო (23), 4:1 არანგისი (28), 5:1 ალარიო (34), 6:1 ჰინტერეგერი (36-საკ. კარში)

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიერნი – 74
2. დორტმუნდი – 70
3. ლაიპციგი – 65
4. აინტრახტი – 54
5. ლევერკუზენი – 54
6. გლადბახი – 52
7. ვოლფსბურგი – 52
8. ჰოფენჰაიმი – 51

ბომბარდირები

22 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
18 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
17 – იოვიჩი (აინტრახტი)
16 – როისი (დორტმუნდი)
16 – კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი)
16 – ვერნერი (ლაიპციგი)