გერმანიის ჩემპიონატი - XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
– „დორტმუნდი“ შინ 10 მატჩია არ მარცხდება: +9=1-0.
– „ჰანოვერი“ რვა ტურია ვერ იგებს.
– „ჰანოვერს“ ბუნდესლიგაში 22 მატჩია სტუმრად არ მოუგია. ბოლო გამარჯვება გასვლაზე 2017 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება.
– პირველად 2013 წლის შემდეგ, მარიო გიოტცემ და მარკო როისმა ერთ მატჩში გაიტანეს.
– როისმა „დორტმუნდში“ სეზონის პირველ 19 მატჩში 12 გოლი  პირველად გაიტანა.
– „გლადბახმა“ შინ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო, რაც საკლუბო რეკორდის (1983-84) გამეორებაა.
– „გლადბახი“ საკუთარ მოედანზე 14 მატჩია არ მარცხდება.
– „აუგსბურგი“ 10 ტურია ვერ იგებს. ამით მან საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა.
– „ჰოფენჰაიმმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
– „ნიურნბერგმა“ ზედიზედ მეექვსედ წააგო.
– „ნიურნბერგს“ 13 ტურია არ მოუგია.
– „მაინცს“ ზედიზედ 23 პენალტი აქვს გატანილი. კიდევ ერთი ზუსტი 11-მეტრიანი და კლუბი 1978-82 წლებში დამყარებულ „ბოხუმის“ რეკორდს გაიმეორებს.
ნიურნბერგელი მარგრაიტერის გოლი ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში მე-500 იყო. გასულ სეზონში ეს რიცხვი 21-ე ტურში დაფიქსირდა.
– „ვერდერი“ ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
– ჰალერი 11 გოლითა და რვა პასით, ლიგაში „გოლი+პასი“ სისტემით საუკეთესოა.
– „ბაიერნმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.
– „შტუტგარტმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო.

შედეგები
ჰერტა-შალკე 2:2
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (17), 1,1 გრუიჩი (39), 1:2 უტი (44), 2:2 იბიშევიჩი (45+4)

დორტმუნდი-ჰანოვერი 5:1
გოლები: 1:0 ჰაკიმი (24), 2:0 როისი (60), 3:0 გიოტცე (62), 4:0 რაფაელ გერეირო (67), 4:1 ბაკალორცი (86), 5:1 ვიტცელი (90)

გლადბახი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ვენდტი (78), 2:0 ჰერმანი (90+3)

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 2:4
გოლები: 0:1 ჟოელინტონი (19), 1:1 ჰიოლერი (42), 1:2 კრამარიჩი (60-პენ), 1:3 კრამარიჩი (72), 2:3 ნიდერლეხნერი (77), 2:4 დემირბაი (85)

მაინცი-ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 ბროსინსკი (12-პენ) 1:1 მარგრაიტერი (43) 2:1 კუაისონი (73)

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 0:3
გოლები: 0:1 ჰაფერცი (45-პენ), 2:0 ფოლანდი (62), 0:3 ბრანდტი (88)

ვერდერი-აინტრახტი 2:2
გოლები: 1:0 ეგერშტაინი (27) 1:1 რებიჩი (35) 2:1 ჰარნიკი (52) 2:2 ჰალერი (68-პენ)

ბაიერნი-შტუტგარტი 4:1
გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (5), 1:1 დონისი (26), 2:1 გენტნერი (55-საკ. კარში), 3:1 გორეტცკა (71), 4:1 ლევანდოვსკი (85)

ფორტუნა-ლაიპციგი 0:4
გოლები: 0:1 პოულსენი (2), 0:2 კონატე (9), 0:3 პოულსენი (16), 0:4 ლემერი (68)

სატურნირო მდგომარეობა
1. დორტმუნდი – 48 ქულა
2. ბაიერნი – 42
3. გლადბახი -39
4. ლაიპციგი – 34
5. აინტრახტი – 31
6. ჰოფენჰაიმი – 28

ბომბარდირები
13 – იოვიჩი (აინტრახტი)
12 – როისი (დორტმუნდი)
12 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
12 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)