ფაქტები
* „აინტრახტის“ 14 გოლიდან 11 ფორვარდებზე – პასიენსიაზე, ანდრე სილვასა და დოსტზე მოდის.
* „აინტრახტსა“ და “ლევერკუზენს” ბუნდესლიგაში 69-ჯერ უთამაშიათ და მათ შორის მატჩი არასოდეს დასრულებულა 0:0.
* „ვოლფსბურგი“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია სეზონში.
* „ვოლფსბურგს“ საუკეთესო დაცვა ჰყავს ჩემპიონატში – მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა.
* „ვერდერმა“ სეზონის მეოთხე მატჩში მოახერხა პირველ 10 წუთში დაწინაურება.
* „ბაიერნი“ სტუმრად 10 მატჩია არ აგებს.
* რვა ტურში 12 გატანილი გოლით, ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
* ლევანდოვსკი პირველ რვა ტურში მინიმუმ ერთ გოლს იტანს მატჩში – ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგის რეკორდის (2015-16) გამეორებაა.
* გნაბრიმ ბოლო ოთხ მატჩში ცხრა გოლში მიიღო მონაწილეობა – ექვსი გოლი და სამი პასი.
* შეწყდა „გლადბახის“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
* „დორტმუნდი“ ხუთი მატჩია არ მარცხდება.
* როისს ბუნდესლიგაში 121 გოლი დაუგროვდა, რითაც ყველა დროის სიაში ლოთარ მათეუსს, ჰერბერტ ლაუმენსა და მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა და მათთან 30-ე ადგილს იყოფს.
* ტორგან აზარმა მეხუთე საგოლე პასი შეასრულა და დაეწია თანაგუნდელ ჯეიდონ სანჩოს. ეს დუეტი ამ მაჩვენებლით ლიგას ლიდერობს.
* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეცხრედ მოუგო „გლადბახს“.
* „პადერბორნმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო.
* „პადერბორნი“ ერთადერთი მოუგებელი გუნდია სეზონში.
შედეგები
აინტრახტი-ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 პასიენსია (4), 2:0 პასიენსია (17-პენ), 3:0 დოსტი (82)
ლაიპციგი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ვერნერი (54), 1:1 ვეგჰორსტი (82)
ვერდერი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 სარჯენტი (7), 1:1 ლუკებაკიო (70)
ფორტუნა-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ჰენინგსი (82)
აუგსბურგი-ბაიერნი 2:2
გოლები: 1:0 რიხტერი (1), 1:1 ლევანდოვსკი (14), 1:2 გნაბრი (49), 2:2 ფინბოგასონი (90+2)
უნიონი-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 ბოლტერი (1), 2:0 ინგვარტსენი (84)
დორტმუნდი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 როისი (58)
კიოლნი-პადერბორნი 3:0
გოლები: 1:0 ტეროდე (9), 2:0 შაუბი (59), 3:0 ბორნაუ (85)
ჰოფენჰაიმი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 კრამარიჩი (72), 2:0 ბებუ (85)
გათამაშების ცხრილი
- გლადბახი – 16 ქულა
- ვოლფსბურგი – 16
- ბაიერნი – 15
- დორტმუნდი – 15
- ლაიპციგი – 15
- ფრაიბურგი – 14
- შალკე – 14
- აინტრახტი – 14
- ლევერკუზენი – 14
ბომბარდირები
12 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
6 – ვერნერი (ლაიპციგი)
5 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
5 – როისი (დორტმუნდი)
5 – ჰენინგსი (ფორტუნა)
5 – პასიენსია (აინტრახტი)
5 – ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)