გერმანიის ჩემპიონატი. VII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი. VII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „ფორტუნა“ ზედიზედ ხუთ მატჩში იყო დაწინაურებული, მაგრამ ამ თამაშებში მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

* შეწყდა „ბაიერნის“ 20-მატჩიანი წაუგებელი სერია. გუნდს ბოლო წაგება ამა წლის 2 თებერვალს ჰქონდა.

* სარქის ადამიანი მეორე სომეხია ჰენრიხ მხითარიანის შემდეგ, ვისაც ბუნდესლიგაში გოლი გაუტანია.

* „ჰოფენჰაიმმა“ შეწყვიტა სტუმრად 15-მატჩიანი მოუგებელი სერია.

* ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც პირველ შვიდ ტურში 11 გოლი გაუტანია.

* ლევანდოვსკი 213 გოლით ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა.

* „ლევერკუზენი“ შინ შვიდი მატჩია არ აგებს.

* ვერნერმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში „ლაიპციგის“ მაისურით. 23 წლის ფორვარდს 55 გოლი აქვს გატანილი.

* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა – სამივე ერთნაირი ანგარიშით – 2:2.

* „ფრაიბურგს“ შვიდი ტურის შემდეგ 14 ქულით საუკეთესო სტარტი აქვს ისტორიაში.

* „პადერბორნმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

* „მაინცმა“ 2013 წლის მაისის შემდეგ, 25-დან 25 პენალტი გაიტანა. ეს ყველაზე გრძელი სერიაა ბუნდესლიგის ისტორიაში.

* „გლადბახმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

* „გლადბახმა“ პირველად მოიპოვა ლიდერობა ბუნდესლიგაში 2011-12 წლების სეზონის მე-3 ტურის შემდეგ.

* „ვოლფსბურგი“ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ჩემპიონატში.

* „ვოლფსბურგი“ ზედიზედ ხუთი მატჩია ერთ გოლს იტანს.

* „ვოლფსბურგი“ 11 მატჩია შინ არ მარცხდება. ბოლო საშინაო წაგება თარიღდება 26 იანვრით.

* „უნიონმა“ ზედიზედ მეოთხე წააგო.

* „აინტრახტი“ ამ სეზონში ყველა მატჩში იტანს მინიმუმ ერთ გოლს, “ვერდერი” პირიქით – ყველა მატჩში უშვებს.

შედეგები

ჰერტა-ფორტუნა 3:1

გოლები: 0:1 ჰენინგსი (32-პენ), 1:1 იბიშევიჩი (37), 2:1 დილროსუნი (44), 3:1 დარიდა (62)

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 1:2

გოლები: 0:1 ადამიანი (54), 1:1 ლევანდოვსკი (73), 1:2 ადამიანი (79)

ლევერკუზენი-ლაიპციგი 1:1

გოლები: 1:0 ფოლანდი (66), 1:1 ნკუნკუ (78)

ფრაიბურგი-დორტმუნდი 2:2

გოლები: 0:1 ვიტცელი (20), 1:1 ვალდშმიდტი (55), 1:2 ჰაკიმი (67), 2:2 აკანჯი (90-საკ. კარში)

პადერბორნი-მაინცი 1:2

გოლები: 0:1 კუაისონი (8), 1:1 ზოლინსკი (14), 1:2 ბროსინსკი (32-პენ)

შალკე-კიოლნი 1:1

გოლები: 1:0 სერდარი (72), 1:1 ჰექტორი (90+1)

გლადბახი-აუგსბურგი 5:1

გოლები: 1:0 ზაკარია (2), 2:0 ჰერმანი (8), 3:0 ჰერმანი (13), 4:0 პლეა (39), 4:1 ნიდერლეხნერი (80), 5:1 ემბოლო (83)

ვოლფსბურგი-უნიონი 1:0

გოლი: 1:0 ვეგჰორსტი (69)

აინტრახტი-ვერდერი 2:2

გოლები: 0:1 კლაასენი (27), 1:1 როდე (55), 2:1 ანდრე სილვა (89), 2:2 რაშიკა (90+1)

გათამაშების ცხრილი

1. გლადბახი – 16 ქულა

2. ვოლფსბურგი – 15

3. ბაიერნი – 14

4. ლაიპციგი – 14

4. ფრაიბურგი – 14

6. შალკე – 14

7. ლევერკუზენი – 14

8. დორტმუნდი – 12

ბომბარდირები

11 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

5 – ვერნერი (ლაიპციგი)

5 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)