გერმანიის ჩემპიონატი. VI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი. VI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* “შალკემ” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო – პირველად 2018 წლის მარტის შემდეგ.

* “ლაიპციგმა” სეზონში პირველი მატჩი წააგო.

* შეწყდა “ლაიპციგის” ცხრამატჩიანი წაუგებელის საშინაო სერია.

* “გლადბახმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

* “გლადბახმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო სტუმრად.

* “ჰოფენჰაიმი” ოთხი მატჩია ვერ იგებს. ამ სერიისას გუნდმა ერთი გოლი გაიტანა.

* “ლევერკუზენს” ბოლო ექვს გასვლით მატჩში ხუთი მოგება აქვს. 2019 წელს, ამ გუნდს რვა მოგება აქვს სტუმრად.

* “ლევერკუზენის” პირველი გოლი 2300-ე იყო ამ გუნდისთვის ბუნდესლიგაში.

* ექვს მატჩში 13 ქულით, “ლევერკუზენმა” საუკეთესო სტარტი აიღო ბოლო ხუთ წელიწადში.

* ბაიერნს” ბუნდესლიგაში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

* “ბაიერნი” ცხრა მატჩია სტუმრად არ აგებს.

* ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია “ბაიერნში”, რომელმაც სეზონის პირველ ექვს მატჩში გაიტანა.

* ლევანდოვსკიმ ისტორიაში პირველმა შეძლო სეზონის პირველ ექვს მატჩში 10 გოლის გატანა.

* “პადერბორნი” ერთადერთი მოუგებელი გუნდია ამ სეზონში.

* “დორტმუნდი” შინ ზედიზედ 28 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

* მარიო გიოტცემ პირველი გოლი გაიტანა 2019 წლის მაისის შემდეგ. ეს მისი 55-ე გოლია ბუნდესლიგაში.

* “ფორტუნა” ხუთი ტურია ვერ იგებს.

შედეგები

უნიონი-აინტრახტი 1:2

გოლები: 0:1 დოსტი (48), 0:2 ანდრე სილვა (62), 1:2 უჯა (86)

ლაიპციგი-შალკე 1:3

გოლები: 0:1 სანე (29), 0:2 ჰარითი (43-პენ), 0:3 მატონდო (58), 1:3 ფორსბერგი (83)

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 0:3

გოლები: 0:1 პლეა (43), 0:2 ტურამი (65), 0:3 ნოიჰაუსი (83)

მაინცი-ვოლფსბურგი 0:1

გოლი: 0:1 ტისერანდი (9)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 0:3

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (35-საკ. კარში), 0:2 ფოლანდი (76), 0:3 ჰავერცი (84)

პადერბორნი-ბაიერნი 2:3

გოლები: 0:1 გნაბრი (15), 0:2 ფილიპე კოუტინიო (55), 1:2 პრიოგერი (68), 1:3 ლევანდოვსკი (79), 2:3 კოლინზი (84)

დორტმუნდი-ვერდერი 2:2

გოლები: 0:1 რაშიკა (8), 1:1 გიოტცე (9), 2:1 როისი (41), 2:2 ფრიდლი (55)

ფორტუნა-ფრაიბურგი 1:2

გოლები: 1:0 ჰენინგსი (42), 1:1 შმიდი (45), 1:2 ვალდშმიდტი (81)

კიოლნი-ჰერტა 0:4

გოლები: 0:1 დილროსუნი (23), 0:2 იბიშევიჩი (59), 0:3 იბიშევიჩი (63), 0:4 ბოიატა (83)

გათამაშების ცხრილი

1. ბაიერნი – 14 ქულა

2. ლაიპციგი – 13

3. ფრაიბურგი – 13

4. შალკე – 13

5. გლადბახი – 13

6. ლევერკუზენი – 13

7. ვოლფსბურგი – 12

8. დორტმუნდი – 11

ბომბარდირები

10 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

5 – ვერნერი (ლაიპციგი)

5 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)