გერმანიის ჩემპიონატი - პირველი ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - პირველი ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* გაგრძელდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ბუნდესლიგის ჩემპიონი 2002 წლიდან არ აგებს გახსნის მატჩს – +14=4.

* „ბაიერნმა“ შეწყვიტა გახსნის თამაშებში ზედიზედ შვიდმატჩიანი მოგებათა სერია.

* ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეხუთე სეზონში გაიტანა გახსნის მატჩში და ამით ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

* მარიო გიოტცემ მე-200 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდში“.

* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეხუთედ დაიწყო ჩემპიონატი მოგებით.

* შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, კაი ჰავერცმა ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა. ის ჰორსტ კოპელის შემდეგ მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ბუნდესლიგაში 25 გოლი დაუგროვდა.

* იანვრის შემდეგ, „ლევერკუზენი“ ზედიზედ 17 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

* „ვერდერმა“ 1867-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. მან გაუსწრო „ჰამბურგს“ (1866 მატჩი), რომელიც უკვე მეორე წელია მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს.

* „ფორტუნას“ მეკარე შტეფენმა 11 დარტყმა მოიგერია.

* ცნობილი ფრანგი მცველის ლილიან ტურამის ვაჟს – მარკუს ტურამს დებიუტი ჰქონდა ბუნდესლიგაში. ის მეექვსე ფრანგია „გლადბახის“ ისტორიაში.

* „გლადბახმა“ ზედიზედ მეცხრედ ვერ მოიგო შინ.

* „შალკე“ სტუმრად ექვსი მატჩია არ აგებს.

* მარსელ ზაბიტცერმა „ლაიპციგის“ ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

* „უნიონი“ 56-ე კლუბია, რომელიც ბუნდესლიგაში ითამაშებს.

შედეგები

ბაიერნი-ჰერტა 2:2

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 1:1 ლუკებაკიო (36), 1:2 გრუიჩი (38), 2:2 ლევანდოვსკი (60-პენ)

დორტმუნდი-აუგსბურგი 5:1

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (1), 1:1 პაკო ალკასერი (3), 2:1 სანჩო (51), 3:1 როისი (57), 4:1 პაკო ალკასერი (59), 5:1 ბრანდტი (82)

ლევერკუზენი-პადერბორნი 3:2

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 მიჩელი (15), 2:1 ჰავერცი (19), 2:2 მამბა (25), 3:2 ფოლანდი (69)

ვოლფსბურგი-კიოლნი 2:1

გოლები: 1:0 არნოლდი(16), 2:0 ვეგჰორსტი (60), 2:1 ტეროდე (90+1)

ვერდერი-ფორტუნა 1:3

გოლები: 0:1 ჰენინგსი (36), 1:1 ი. ეგეშტაინი (47), 1:2 კარამანი (52), 1:3 აიჰანი (64)

ფრაიბურგი-მაინცი 3:0

გოლები: 1:0 ჰიოგერი (81), 2:0 შმიდი (84), 3:0 ვალდშმიდტი (87-პენ)

გლადბახი-შალკე 0:0

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 1:0

გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (1)

უნიონი-ლაიპციგი 0:4

გოლები: 0:1 ჰალშტენბერგი (16), 0:2 ზაბიტცერი (31), 0:3 ვერნერი (42), 0:4 ნკუნკუ (69)

დატოვე კომენტარი