გერმანიის ჩემპიონატი. III ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* ტიმო ვერნერმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
* ვერნერმა პირველად კარიერაში შეძლო პირველ სამ ტურში გოლის გატანა.
* „გლადბახი“ ცხრა მატჩია ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე ვერ იგებს. ეს მეორე ყველაზე გრძელი სერიაა კლუბის ისტორიაში.
* პერიშიჩმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში 2017 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ ის „ვოლფსბურგში“ თამაშობდა.
* ლევანდოვსკის „მაინცის“ წინააღმდეგ 15 მატჩში 15 გოლი აქვს.
* პაკო ალკასერს ამ სეზონში ხუთივე ოფიციალურ მატჩში გოლი აქვს გატანალი (ჯამში ექვსი).
* ჯეიდონ სანჩოს ახალ სეზონში სამი შედეგიანი პასი დაუგროვდა.
* „ვერდერი“ 58 ზუსტი დარტყმით ლიდერობს ბუნდესლიგას – ეს შვიდით მეტია მეორე მაჩვენებლის მქონე „დორტმუნდზე“.
* ბას დოსტმა პირველი გოლი გაიტანა „აინტრახტის“ შემადგენლობაში. ჰოლანდიელმა ბოლო მატჩი ბუნდესლიგაში 2016 წლის აგვისტოს ჩაატარა.
* „ფორტუნას“ დამრიგებელმა ფრიდჰელმ ფუნკელმა ბუნდესლიგაში 496-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ფელიქს მაგათს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.
შედეგები
გლადბახი-ლაიპციგი 1:3
გოლები: 0:1 ვერნერი (38), 0:2 ვერნერი (47) , 1:2 ემბოლო (90+1), 1:3 ვერნერი (90+4)
ბაიერნი-მაინცი 6:1
გოლები: 0:1 ბოეტიუსი (6), 1:1 პავარი (36), 2:1 ალაბა (45), 3:1 პერიშიჩი (54), 4:1 კომანი (64), 5:1 ლევანდოვსკი (78), 6:1 დევისი (81)
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 0:0
ვოლფსბურგი-პადერბორნი 1:1
გოლები: 0:1 კაული (12), 1:1 ბრეკალო (56)
ფრაიბურგი-კიოლნი 1:2
გოლები: 1:0 ციჩოსი (40-საკ. კარში), 1:1 მოდესტე (52), 1:2 სხირი (90+2)
შალკე-ჰერტა 3:0
გოლები: 1:0 შტარკი (38-საკ. კარში), 2:0 რეკიკი (48-საკ. კარში), 3:0 კენი (85)
უნიონი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 ბიულტერი (22), 1:1 პაკო ალკასერი (25), 2:1 ბიულტერი (50), 3:1 ანდერსონი (75)
ვერდერი-აუგსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ოსაკო (6), 1:1 ვარგასი (12), 2:1 სარჯენტი (21), 2:2 ვარგასი (47), 3:2 ოსაკო (67)
აინტრახტი-ფორტუნა 1:1
გოლები: 0:1 ჰენინგსი (36), 1:1 დოსტი (57), 2:1 პასიენსია (86)
სატურნირო მდგომარეობა
1. ლაიპციგი – 9 ქულა
2. ბაიერნი – 7
3. ვოლფსბურგი – 7
4. ლევერკუზენი – 7
5. დორტმუნდი – 6
6. ფრაიბურგი – 6
7. აინტრახტი – 6
ბომბარდირები
6 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
5 – ვერნერი (ლაიპციგი)
4 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
3 – ოსაკო (ვერდერი)
3 – ვარგასი (აუგსბურგი)