გერმანიის ჩემპიონატი - II ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - II ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* 19 წლისა და 151 დღის ჯეიდონ სანჩო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც 15 გოლი დააგროვა. მან 34 დღით გააუმჯობესა ჰორსტ კოპელის 1967 წლის რეკორდი.

* „კიოლნს“ 2018 წლის 18 მარტის შემდეგ არ მოუგია ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე.

* შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, „ლევერკუზენმა“ ბოლო შვიდი მატჩში მეექვსედ მოიგო.

* პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით, „ლევერკუზენმა“ 19 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

* მატიას გინტერმა ბუნდესლიგაში მე-200 მატჩი ჩაატარა.

* შტეფან ლიხტშტაინერი „აუგსბურგის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა – 35 წლისა და ექვსი თვის.

* სებასტიან ანდერსონი ბერლინის „უნიონის“ პირველი გოლის ავტორი გახდა ბუნდესლიგაში.

* ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 27-დან 24 პენალტი აქვს გატანილი.

* ლევანდოვსკიმ „შალკეს“ წინააღმდეგ 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა. პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით ცხრიდან ცხრა მატჩში გაუტანა გელზენკირხენულ კლუბს.

* ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია როი მაკაის (2005) შემდეგ, ვინც პირველ ორ ტურში დუბლი შეასრულა.

* „ბაიერნი“ 18 ოფიციალური მატჩია არ აგებს „შალკესთან“.

* ფილიპე კოუტინიო მე-13 ბრაზილიელია „ბაიერნის“ ისტორიაში.

* „ბაიერნის“ ძირითადში ოთხი ფრანგი ფეხბურთელი იყო (ერნანდესი, კომანი, ტოლისო და პავარი), რაც საკლუბო რეკორდია.

შედეგები

კიოლნი-დორტმუნდი 1:3

გოლები: 1:0 დრექსლერი (29), 1:1 სანჩო (70), 1:2 ჰაკიმი (86), 1:3 ალკასერი (90+4)

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 3:2

გოლები: 0:1 ფიულკრუგი (42), 1:1 ბიჩაკჩიჩი (54), 2:1 ბებუ (59), 2:2 ოსაკო (81), 3:2 კადერჟაბეკი (87)

ფორტუნა-ლევერკუზენი 1:3

გოლები: 0:1 ბეიკერი (6-საკ. კარში), 0:2 არანგისი (33) 0:3 ბელარაბი (39), 1:3 მორალესი (82)

მაინცი-გლადბახი 1:3

გოლები: 1:0 კიასონი (18), 1:1 ლენერი (32), 1:2 პლეა (78), 1:3 ემბოლო (79)

აუგსბურგი-უნიონი 1:1

გოლები: 1:0 ვარგასი (59), 1:1 ანდერსონი (80)

პადერბორნი-ფრაიბურგი 1:3

გოლები: 1:0 მამბა (3), 1:1 ვალდშმიდტი (21), 1:2 პეტერსენი (40), 1:3 კვონი (90)

შალკე-ბაიერნი 0:3

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20-პენ), 0:2 ლევანდოვსკი (50), 0:3 ლევანდოვსკი (75)

ლაიპციგი-აინტრახტი 2:1

გოლები: 1:0 ვერნერი (10), 2:0 პოულსენი (80), 2:1 პასიენსია (89)

ჰერტა-ვოლფსბურგი 0:3

გოლები: 0:1 ვიგჰორსტი (9-პენ), 0:2 ბრეკალო (83), 0:3 რუსიონი (90+1)

სატურნირო მდგომარეობა

1. დორტმუნდი – 6 ქულა

2. ფრაიბურგი – 6

3. ლაიპციგი – 6

4. ვოლფსბურგი – 6

5. ლევერკუზენი – 6

6. ბაიერნი – 4

7. გლადბახი – 4

ბომბარდირები

5 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

3 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)

2 – სანჩო (დორტმუნდი)

2 – მამბა (პადერბორნი)

2 – ვალდშმიდტი (ფრაიბურგი)

2 – ვიგჰორსტი (ვოლფსბურგი)

2 – ვერნერი (ლაიპციგი)

დატოვე კომენტარი