გერმანიის ბუნდესლიგა - ბაიერნის წაუგებელი სტარტი
გერმანიის ბუნდესლიგა - ბაიერნის წაუგებელი სტარტი

გერმანიის ბუნდესლიგაში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ „ბაიერნმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. შეხვედრის მეხუთე წუთზე ფარმაცევტებმა მანუელ ნოიერის კარის აღება შეძლეს. თავი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ვენდელმა გამოიჩინა. ნიკო კოვაჩის გუნდმა გათანაბრება მალევე მოახერხა. მეათე წუთზე „რეკორდმაისტერის“ რიგებში ტოლისომ გაიტანა, 9 წუთში კი არიენ რობენმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და მასპინძლები დააწინაურა. მატჩის მეოთხმოცე წუთზე ლევერკუზენის „ბაიერი“ 10 კაცით დარჩა. მსაჯმა უხეშობის გამო, მოედნიდან შეცვლაზე შემოსული ბელარაბი გააძევა. შეხვედრის 89-ე წუთზე ალკანტარას საჯარიმოში ჩაწოდებას, ხამეს როდრიგესის თავური დარტყმა მოჰყვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 3-1 დაფიქსირდა. მიუნხენის „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და „ბუნდესლიგაში“ ერთადერთი გუნდია, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს.
ქულები დაკარგა ბერლინის „ჰერტამ“, რომელიც ასევე ძალიან ახლოს იყო მესამე გამარჯვებასთან. დედაქალქელები „ვოლფსბურგთან“ გასვლაზე ორჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება ორივეჯერ შეძლეს და შეხვედრა უხვგოლიანი ფრით – 2-2 დასრულდა.
გერმანიის „ბუნდესლიგის“ მესამე ტურის დღევანდელი შედეგები :

ბაიერნი-ბაიერი 3-1
ვოლფსბურგი-ჰერტა 2-2
დიუსელდორფი-ჰოფენჰაიმი 2-1
მაინცი-აუგსბურგი 2-1
ლაიფციგი-ჰანოვერი 3-2

დღის დასკვნითი მატჩი მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ და გელზენკირხენის „შალკეს“ შორის გაიმართება.