გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს
გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს

გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი წარადგინეს. მას მხარი პარტიის დელეგატების 96 პროცენტზე მეტმა დაუჭირა. კენჭისყრა ვირტუალურად გამართულ ყრილობაზე შედგა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შოლცს ხმა 513 დელეგატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 20, ხოლო 12-მა თავი შეიკავა.

ამრიგად სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველია, რომელმაც გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კანცლერობის კანდიდატი დაასახელა.

ბოლო კვლევებით, სოციალ-დემოკრატებს მხარს ამომრჩეველთა 15-16 პროცენტი უჭერს. გერმანელების უმეტესობა ამ ეტაპზე მწვანეების მომხრეა, რომელთაც ამომრჩეველთა 25-26 პროცენტის მხარდაჭერა აქვთ. მეორე ადგილზეა კონსერვატორების ბლოკი 23-24 პროცენტით.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი