გერმანიაში სეზონი 3 აგვისტოს დაიწყება

15:52, 04.06.2019

გერმანიაში 2019-20 წლების საფეხბურთო სეზონი 3 აგვისტოს დაიწყება, – წერია ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე. კერძოდ, ამ დღეს გერმანიის სუპერთასისთვის „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ იბრძოლებენ.

მატჩის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. გერმანიის სუპერთასი ყველაზე მეტჯერ – შვიდჯერ „ბაიერნს“ აქვს მოგებული.

მსგავსი