გერმანიის ერთ-ერთ მეჩეთში სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს
გერმანიის ერთ-ერთ მეჩეთში სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს

გერმანიაში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ მეჩეთში რეიდი ჩაატარეს. Deutsche Welle-ს ცნობით, მიზეზი მეჩეთის მქადაგებლის სირიელ რადიკალ მებრძოლებთან შესაძლო კავშირია.

ბერლინის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, მქადაგებელი შესაძლოა, სირიელი ისლამისტი მებრძოლების დაფინანსებაში არის გარეული. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მეჩეთთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე შენობა გაჩხრიკეს.

ბერლინის პროკურორის განმარტებით, აღნიშნული თანხა ტერორისტული კრიმინალური აქტების განსახორციელებლად იყო გამიზნული.

ბერლინში ჩატარებულ ოპერაციაში მონაწილეობა კრიმინალური პოლიციისა და საგანგებო ძალების წარმომადგენლებმა, ასევე დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, 45 წლის ეჭვმიტანილს, სახელად აჰმადს მისი მიმდევრები აბულ ბარად იცნობდნენ.

გერმანელი სამართალდამცველების ცნობით, ას-საჰაბას მეჩეთი გერმანიაში მცხოვრები რადიკალი სალაფისტების შეკრების ადგილი იყო.

მეჩეთი 2010 წელს გერმანელ-ეგვიპტელმა ისლამისტმა, რედა სეიამმა დააარსა. მოგვიანებით მან გერმანია დატოვა და სირიას ესტუმრა, სადაც ტერორისტული დაჯგუფება ე.წ.ისლამური სახელმწიფოს „განათლების მინისტრი“ იყო. ამჟამად რედა სეიამს ბალიზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

დატოვე კომენტარი